მოდით დასასრულს ყველაზე თანამედროვე და სახალისო სტალკერის, ჩაკ პალანიკის, 2005 წელს გამოცემულ შეშინებულ კრებულზე ვისაუბროთ. პალანიკის კრებული „შეშინებული“ 23 ისტორიისგან შედგება, რომლებიც დამოუკიდებლად ვითარდებიან და მათ მხოლოდ ბოლო ისტორია აერთიანებთ. პალანიკის სახალისოობაზე ალბათ ბევრი შემომედავება, მაგრამ მისი შავი იუმორი და სარკაზმი, რომლითაც მწერალი აღწერს სიუჟეტებს მე პირადად უფრო მეტად მახალისებს, ვიდრე მთელს ქართულ იუმორისტულ შოუებში გასული ყველა ხუმრობა ერთად. სწორედ, რომ ეს შავი იუმორია პალანიკის დამახასიათებელი. მისი წიგნების სიუჟეტები და სტილი ხშირად რადიკალურადაც იცვლება, მაგრამ სარკაზმი, რომლითაც პალანიკი საზოგადოებას აღიქვამს, ყოველთვის რჩება და რეალობის ახლებურ, მძიმე და ამავდროულად მსუბუქ აღქმაში ეხმარება მკითხველს.
წიგნი, როგორც უკვე მოგახსენეთ 23 პატარა მოთხრობისგან შედგება. მთხრობელი, ყოველთვის პირველ პირში საუბრობს და ყველა განსხვავებულ ისტორიებს. რთულია გამოარჩიო რომელიმე, მაგრამ მოდით ამჯერად ყურადღება ყველაზე გახმაურებულ მოთხრობაზე გავამახვილოთ. ესაა – „ნაწლავები“.
„ნაწლავები“ მოთხრობაა თავისი ისტორიით, რომელიც უკავშირდება გულყრასა და პირღებინებას. სწორედ ეს ემართებოდათ ადამიანებს, რომლებიც ისმენდნენ პალანიკის მიერ წაკითხულ ნაწარმოებს. წიგნში დაბეჭდვამდე მოთხრობა ჯერ „ფლეიბოიში“ გამოქვეყნდა, შემდეგ პალანიკის ოფიციალურ საიტზე.
მოთხრობა ბიჭზეა, რომელიც უბრალოდ ყვება ამბავს ონანიზმის შესახებ. ის, მის რამდენიმე მეგობართან ერთად ცდილობს მიაღწიოს საუკეთესო ორგაზმს. სანუკვარი ორგაზმის ძიებაში ბიჭები მიმართავენ ექსტრემალური ონანიზმს. ტექსტს თან გასდევს ორი სიბრძნე : ფრანგული თქმულება კიბის ეფექტის შესახებ და რუსული ანდაზა „მე ეს ისევე მჭირდება, როგორც ტრაკში ტკბილები“. თვითონ მოთხრობა სამი ონანისტის ამბავია, რომლების ექსპერიმენტებსაც აღწერს პალანიკი.

ონანისტი # 1 – სტაფილოიანი ბიჭი
თხზულება იწყება ამბავით, რომელიც მთავარი გმირის მეგობარს შეემთხვა. როგორც მთხრობელი ამბობს, ეს მეგობარი ნამდვილი სექსუალური მანიაკი ყოფილა და მის ცხოვრებაშიც საკრარული მომენტი მაშინ დამდგარა, როცა მას პეგინგი შესახებ გაუგია. ოცნების ორგაზმის მიღწევის მცდელობაში ამ ბიჭმა თურმე სტაფილო გააპრიალა, ვაზელინით გაპოხა, უკან შეირჭო და ისე ეცადა მიზნის მიღწევას. ბიჭის ისტორია პარანოიით მთავრდება. პატარა ონანისტს დედა ეძახის საუზმეზე, ბიჭი სტაფილოს ლოგინზე ტოვებს, რის შემდეგაც სტაფილო ქრება. ბიჭი მთელი ცხოვრება ამ სტაფილოს შიშით ცხოვრობს და ყველგან ელანდება მისი სამარცხვინო სექსუალური მიდრეკილებების ნივთმტკიცება. საბოლოოდ შესაძლოა ასეთმა პარანოიამ ადამიანი ჭკუაზეც შეშალოს, მაგრამ ვინ იცის?
ონანისტი # 2 – ცვილის ასო
მეორე ამბავი ასევე მთავარი გმირის მეგობრის სექსუალური ექსპერიმენტია, რომელსაც ძმა ასწავლის მასტურბაციის გენიალურ, ახლებურ, ხერხს. მისი ძმა ფლოტში მსახურობს და ბევრს მოგზაურობს, ამიტომ მას ბევრიც აქვს ნანახი. ბიჭს არაბული მეთოდი ღუპავს, რომლებიც ასოში რამე წვრილს იდებენ და ისე მასტურბირებენ. ბიჭი მართლაც იზიარებს არაბების გამოცდილებას და ცვილისგან გაკეთებულ პატარა ჯოხს იტენის ასოში. ორგაზმი მართლაც, რომ საუკეთესო ხარისხისაა, თუმცა ცვილი მას შარდის ბუშტში უვარდება და საშუალებს არ აძლევს მოშარდოს. საბოლოოდ ბიჭი ორგაზმის ძიებას საოპერაციო მაგიდაზე აგრძელებს, თუმცა მაინც დარწმუნებულია, რომ არაბებმა ონანიზმის საუკეთესო ტექნოლოგია შეიმუშავეს.
ონანისტი # 3 – ყვინთვა მარგალიტებისთვის
მესამე ისტორია თვითონ მთხრობელს მოსდის, რომლისთვისაც ორგაზმის მიღწევის საყვარელი ხელხი აუზის ფსკერზე მასტურბაციაა. ამ გასართობს ის მარგალიტებისთვის ყვინთვას ეძახის, რადგანაც მას მარგალიტებივით თეთრი სპერმის შეგროვება უწევს წყლის ქვეშ. მთხრობელს ეშინია, რომ მისმა სპერმამ შემთხვევით მისი და ან დედა არ დააორსულოს. ის ერთ დღესაც, როდესაც სახლში მარტო რჩება, ყვინთავს აუზის ფსკერზე და იწყებს ხელსაქმეს. მთხრობელი ამბობს, რომ თუკი შეგრძნების გამძაფრება უნდა კაცს, მაშინ ამ დროს აუცილებლად უნდა დაჯდეს გამწოვზე. ის მართლაც ასე იქცევა და გამწოვიც ნელ-ნელა იწოვს ბიჭის ნაწლავებს. საბოლოოდ ონანისტს ნაწლავების კბილებით გადაღრღნა უწევს იმისთვის, რომ ამოყვინთვა და თავის გადარჩენა შეძლოს. მესამე ამბავს ყველაზე ტრაგიკული დასასრული აქვს, გმირი ხუთი ფუტის მაგივრად, მხოლოდ ექვსი დიუმის სიგრძის ნაწლავს ინარჩუნებს და 13 წლის ასაკის შემდეგ ერთ გრამსაც ვერ იმატებს წონაში.
თუკი ოდესმე შეგშინებიათ თუ რა შეიძლება მოგივიდეთ თუკი თქვენს ბინძურ ფანტაზიებზე რამეს გაიგებენ; თუკი შეგშინებიათ, რომ ვერასდროს ნახავდით საკუთარ ძმას; თუკი შეგშინებიათ, რომ დაკარგავდით ყველაფერს რაც თქვენთვის მშობლებმა გააკეთეს; თუკი შეგშინებიათ, რომ წყალს გაატანდით თქვენთვის შეგროვილ სწავლის ფულს; თუკი შეგშინებიათ, რომ ვერასდროს შეძლებდით ნორმალურად ჭამას, მაშინ ნუ გააკეთებთ იმ ყველაფერს, რის შესახებაც ზემოთ გიამბეთ. თუმცა ალბათ ამის შეხსენება თქვენ უკვე ისევე გჭირდება, როგორც მე ტრაკში კბილები.
ეს ნაწყვეტია სტატიიდან, რომელსაც სრულად იხილავთ “დრო მშვიდობისას” ახალ, მეოთხე, ნომერში.

კარგი იყო. ფინალი მომეწონა განსაკუთრებით.მე მიყვარს ეს მოთხრობა.მაგარია ძალიან და საპლეიბოო რა სჭირდა?
არაფერი
)) უბრალოდ ფლეიბოი წლებია აქვეყნებს ცნობილი მწერლების ნაწარმოებებს
)) პალანიკის გარდა იქ იბეჭდებოდნენ ნაბოკოვი, კლარკი და ა.შ
ზე მოთხრობაა <3